ინდოელ მეზღვაურთა კავშირმა, ინდოელი მეზღვაურის გარდაცვალება დაადასტურა, რომელიც კვირას, მის გემზე თავდასხმის შემდეგ დაიკარგა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, 30 წლის მეზღვაური MV GFS Galaxy-ზე მსახურობდა, როდესაც გემს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დაესხა თავს.
"მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟის კიდევ 10 ინდოელი წევრი გადაარჩინეს, ახალგაზრდა მეზღვაური, რომელიც ძრავის ოთახში მორიგეობდა, თავდაპირველად დაკარგულად ითვლებოდა. მისი გარდაცვალება გემის ოპერატორმა და მისმა ოჯახმა, 2026 წლის 15 ივლისს დაადასტურეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ინდოეთმა, გემთმფლობელებსა და ოპერატორებს უბრძანა, რეგიონში განახლებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებზე ინდოელი მეზღვაურები არ დაასაქმონ.