17 ივლისი 2026,   23:26
ვრცლად
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთა

კოკაინი შარვლის ჯიბეებში და ემდიემაი ვიტამინის შეფუთვებში - 26 წლის ქალმა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოიტანა. გავრცელება ვერ მოასწრო, საზღვრის გადმოკვეთისთანავე უცხო ქვეყნის მოქალაქე პოლიციამ ადგილზევე დააკავა.

ნარკოტიკული საშუალებები ახალგაზრდა ქალმა საჰაერო გზით შემოიტანა. ბათუმის აეროპორტში ჩამოფრენილი მგზავრი სამართალდამცველებისთვის საეჭვო მას შემდეგ გახდა, რაც საზღვარზე გადმოსული მებაჟე ოფიცრებმა შეამოწმეს და მისი ხელბარგი დაათვალიერეს.

ახალგაზრდა ქალი ნარკოტიკის გავრცელების ფაქტს უარყოფს. ამბობს, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მას მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.

ჰყავდა თუ არა 26 წლის ქალს საქართველოში მოკავშირეები და ვინ იყვნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ადრესატები? ამ კითხვას პასუხი უახლოეს პერიოდში გაეცემა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ამ დრომდე კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

26 წლის ქალს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა ედება ბრალად, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები