რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი, დასრულების ეტაპზეა. პროექტი მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩებს მოიცავს.
გზის განახლება, ჯამში 33197 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ოთხივე ლოკაციაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
რეაბილიტაცია უტარდება ტროტუარებსა და შიდა ეზოების შესასვლელებს, გზის ყველა მონაკვეთზე მოეწყობა ველობილიკები.