ახალი სახალხო მოძრაობის დამფუძნებლის, ლევან ყურაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დარეგისტრირდა. მისი თქმით, მოძრაობის მთავარი ამოცანა ეროვნული ინტერესების მხარდაჭერაა.
"დარეგისტრირდა ორგანიზაცია "ეროვნული თაობა". ჩვენი მიზანია ქვეყნის, ეროვნული ინტერესების, ტრადიციების, სარწმუნოების და ახალგაზრდა თაობის გვერდში დადგომა, რათა შევძლოთ და წერტილი დავუსვათ იმ ძალების ბოგინს, რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ქვეყნის ეროვნული ინტერესები," - აცხადებს ყურაშვილი.