31 ივლისი 2026,   19:34
ვრცლად
ისტორიაში პირველად საქართველოში "ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

ისტორიაში პირველად საქართველოში "ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო. მასში მონაწილეობა 100-მა სპორტსმენმა მიიღო.

ისინი საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ. ბანაკის დახურვის ცერემონიაზე, ხელბურთელებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

"ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკს საქართველოში 26 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობდა.

დღის ამბები