ისრაელის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე პლაკატების ტარების გამო, დიდ ბრიტანეთში 1 579 ადამიანს ბრალი წარუდგინეს. გამოცემა "ქრეიდელის" ცნობით, ბრალდებულებს ტერორიზმის შესახებ კანონის დარღვევას ედავებიან, რადგან აქციებზე მათ ისეთი ბანერები ეჭირათ, სადაც აღნიშნული იყო, რომ გენოციდს ეწინააღმდეგებიან და მხარს პალესტინურ მოძრაობას უჭერენ.
ტერორიზმის შესახებ კანონის საფუძველზე, მსგავსი აქციების გამო ბრიტანეთში უკვე 3 500-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან ხანდაზმულები, სასულიერო პირები და ადამიანები, რომლებსაც მანამდე საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ბრიტანეთის კანონმდებლობით, მსგავსი ბრალდებით დამნაშავედ ცნობილ პირებს 6 თვემდე პატიმრობა ემუქრებათ. თუმცა, მათ, ვინც პრო-პალესტინური ორგანიზაციის წევრობის ან მხარდაჭერის შესახებ საჯაროდ აცხადებენ, შესაძლოა უფრო მძიმე მუხლებიც შეეხოთ - მათ შორის 14 წლამდე პატიმრობა.