ონის კულტურის სახლში, ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის, თამაზ ჯაფარიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიება, მსახიობის მრავალწლიან შემოქმედებით მოღვაწეობასა და თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილ წვლილს მიეძღვნა. საღამოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.