ქუთაისში, ტექნოლოგიურმა ჰაბმა მედიატურს უმასპინძლა. მრავალფუნქციური სივრცე აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას.
მისი მიზანია სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობა, ისწავლონ, შექმნან, გამოცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში.
ჰაბში ასევე განთავსდება საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი.