07 აგვისტო 2026,   10:12
ვრცლად
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, მოადგილეებთან ერთად, იმერეთის რეგიონში იუსტიციის სახლის ფილიალებს ესტუმრა

იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, ვახტანგ ჟვანია, მოადგილეებთან ერთად, იმერეთის რეგიონში იუსტიციის სახლის ფილიალებს ესტუმრა.

თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და თანამშრომლებისგან მოსაზრებებიც მოისმინა.

რეგიონული შეხვედრების მთავარი მიზანი ადგილობრივ ფილიალებში მიმდინარე საქმიანობის შეფასება, მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და თანამშრომლებთან პირდაპირი, ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებაა.

დასკვნითი შეხვედრა ქუთაისის იუსტიციის სახლში გაიმართა, რომელსაც იმერეთის რეგიონში მოქმედი ყველა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

დღის ამბები