08 აგვისტო 2026,   20:31
ვრცლად
ქართველი ბიჭების გვამები გაციებული არ იყო, რუსეთს რომ სტრატეგიულ ობიექტებს უფორმებდნენ - მაშინ ამ უსამშობლოებისთვის ჩვენი მსხვერპლი არაფერს ნიშნავდა და უკრაინის ომის შემდეგ გახდნენ "პატრიოტები" - ირაკლი ზარქუა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ერთიან პოზიციაზე უკვე მეოთხე დღეა ვერ ყალიბდება. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ნაწილი ისევ დუმს და უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მეორე ნაწილი კი ხელს ევროპისკენ იშვერს და რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას ევროპულ ძალებს აბრალებს.

მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია ვალდებულია გარე დაკვეთით დავალებები ზედმიწევნით შეასრულოს.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ხელისფულებაში ყოფნის დროსაც და ახლაც, უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებს. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება ამ პარტიის წარმომადგენელთა პოზიციების ცვალებადობა.

"უკრაინის ომის შემდეგ როგორი შეუვალები გახდნენ, ვერ იტანენ ვერაფერ რუსულს, ვერც რუსი ტურისტი მოეწონათ, არ უნდათ, მიუღებლობა აქვთ და რატომ? ბიჭო, შენ რომ დაგესხა თავს, გაგანადგურა, წაგართვა ყველაფერი, დაგიხოცა ხალხი, მაშინ ეს განწყობა არ გქონდა! პირიქით, ეპატიჟებოდი? ამას ჰქვია ერთადერთი, რომ უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და ახლაც.

მაშინ დასავლეთს არ აწყობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვინმეს რა განცხადებები გაეკეთებინა, იმიტომ, რომ ესენი ხომ დაფინანსებული ჰყავდათ და ესე, რა განცხადებასაც ეტყოდნენ, იმას გააკეთებინებდნენ და მაშინ ასე იყო საჭირო. მაგრამ ახლა, უკრაინის ომის შემდეგ, ეტყობა, ვერ ჩამოყალიბდნენ და ახლა მწვანე აქვთ იმაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ გაილაშქრონ და ყველაფერი, პროვოკაცია მოაწყონ და ამიტომაც არიან, რომ უკრაინელი პატრიოტები გახდნენ და საქართველო მაშინ არ ახსოვდათ? ქართველი ბიჭების გვამები გაციებული არ იყო, სტრატეგიულ ობიექტებს უფორმებდნენ.

მაშინ ჩვენი სისხლი, ჩვენი მსხვერპლი არაფერს ნიშნავდა, ხო, ამ უსამშობლოებისთვის? მაგრამ უკრაინის ომის შემდეგ გახდნენ, ხო, გმირები და პატრიოტები? აი, ესენი არიან მეხუთე კოლონა, ესენი არიან უცხო ქვეყნის დაკრულზე მოთამაშე აგენტურა, მათ შორის არასამთავრობო სექტორში. და ამის ლუსტრაცია ხდება ამით, მეტი არაფერი,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე დისკუსია პრემიერ-მინისტრის წერილით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ დასვა არაერთი შეკითხვა, მათ შორის რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქართველო იბომბებოდა.

პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ ანალიზსს ვრცელი წერილით გამოეხმაურა ზაზა შათირიშვილიც. ფილოსოფოსმა იმდროინდელი ხელისუფლება ე.წ. დიფ სთეითის დაუფარავ მორჩილებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები