13 აგვისტო 2026,   00:37
ვრცლად
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა.

მაშველები ნანგრევებში გადარჩენილთა ძებნას განაგრძობენ.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა ოფისის შეფასებით, დაზიანებულია დაახლოებით 5 000 საცხოვრებელი სახლი, ათობით შენობა კი მთლიანად დანგრეულია.

მიწისძვრამ ქვეყნის ინფრასტრუქტურასაც დააზიანა, დაიხურა ექვსი აეროპორტი.

ელექტროენერგია, წყალმომარაგება და კავშირგაბმულობა კვლავ შეფერხებულია, განსაკუთრებით ეპიცენტრთან ახლოს მდებარე რეგიონში, რაც სამაშველო სამუშაოებსა და დახმარების მიწოდებას ართულებს.

7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებში – ვენესუელაში, ეკვადორსა და პანამაშიც იგრძნობოდა.

დღის ამბები