13 აგვისტო 2026,   03:56
ვრცლად
"ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქტიურობს იმიტომ, რომ მათზე საქმეა აღძრული, ან გაყიდულია, ან უბრალოდ პლაჟზეა წამოკოტრიალებული, ხალხი უყურებს ოპოზიციის პასიურობას და დემოტივირებულია" - მიხეილ სააკაშვილი

აგვისტოს ომის თემაზე სააკაშილი კითხვებს პასუხს არ სცემს სამაგიეროდ ოპოზიციას ისევ აკრიტიკებს.

ექსპრეზიდენტი ოპოზიციის უმოქმედობით უკმაყოფილოა, ამტკიცებს რომ მათ ნაწილს ციხეში მოხვედრის ეშინია, ნაწილი გაყიდულია, სხვები კი უცხოეთში ისვენებენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის პასიურობას რამდენიმე მიზეზს უკავშირებს. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი სისხლის სამართლებრივი დევნისა და შესაძლო პატიმრობის შიშით არ აქტიურობს, ნაწილი კი სხვადასხვა მიზეზით ქვეყნის ინტერესების დაცვას თავს არიდებს. სააკაშვილის შეფასებით, ოპოზიციის უმოქმედობა საზოგადოებაზე უარყოფითად აისახება და მოქალაქეების დემოტივაციას იწვევს.

"ოპოზიცია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქტიურობს, იმიტომ რომ მათზე საქმეა აღძრული და ციხეში მოხვედრის ეშინიათ, ან გაყიდულია, ან ფიქრობს, რომ თუ საქართველოს დაიცავს, ამით ჩემს წისქვილზე დაასხამს წყალს, ან უბრალოდ პლაჟზეა წამოკოტრიალებული, ან უცხოეთში ისვენებს და ვერ მოიცალა რამის თქმისთვის. ხალხი უყურებს ოპოზიციის პასიურობას და ამიტომ დემოტივირებულია", - წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

 

  

დღის ამბები