18 აგვისტო 2026,   05:00
ვრცლად
დღეს სრულდება არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტების მომართვის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში - ნათია იოსელიანი საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, დღის ბოლომდე უნდა მიმართოს.
ცესკომ საკრებულოების შუალედური არჩევნები 3 ოქტომბერს დანიშნა.

არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.

"ამა წლის 3 ოქტომბერს, 4 მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, ვანში, დმანისსა და წალკაში გაიმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები.
ჯამში შეიქმნება 7 უბანი, აქედან 4 უბანი იქნება სრულად ელექტრონული.
გამოვიყენებთ ხმის დათვლის და ვერიფიკაციის აპარატებს.
ჯამში, ამ დროისთვის არის 2 201 ამომრჩეველი.
დღეს სრულდება აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტების მომართვის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში", - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

დღის ამბები