21 აგვისტო 2026,   00:49
ვრცლად
გოგიტა თოდრაძე საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე: დაკავშირებულია რამდენიმე ქვეყანაში სასაქონლო ნაკადების ზრდასთან

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 519.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.5%-ით მეტია.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელში ექსპორტის წილი 4 670.2 მილიონ დოლარზე მეტია, იმპორტი კი 10 849.0 მილიონი დოლარია.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ყირგიზეთი, ჩინეთი და რუსეთია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 64%-ით არის გაზრდილი. 

"ზრდა ძირითადად დაკავშირებულია რამდენიმე ქვეყანაში სასაქონლო ნაკადების ზრდასთან. ეს არის ძირითადად ჩინეთისა და მეზობელი ქვეყნების მიმართულება, თუმცა გარკვეული კატეგორიის საქონლის ექსპორტი გაზრდილია ასევე აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებითაც.

რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, ძირითადად ზრდა უკავშირდება ნავთობპროდუქტების ექსპორტს, ასევე გაზრდილია სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების და ძვირფასი ლითონების მადნების ექსპორტის მაჩვენებელი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 61%-ს შეადგენს და აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია დაახლოებით 64%-ით", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები