21 აგვისტო 2026,   13:13
ვრცლად
ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან დაკავშირებით ამ ეტაპზე სიტუაცია ძალიან კარგია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ამ ეტაპზე" ირანთან დაკავშირებული სიტუაცია კარგია, რადგან მან თეირანთან მოლაპარაკებები შეაჩერა, ხოლო ჰორმუზის სრუტე მიმდინარე ომში დაძაბულობის მთავარ წერტილად რჩება.

"ამჟამად, ვფიქრობ, სიტუაცია ძალიან კარგია" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და მიანიშნა, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა რაღაც ეტაპზე განახლდეს.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს ფლობს და მასზე სრულ კონტროლს ახორციელებს.

სრუტე ირანთან მიმდინარე ომში მნიშვნელოვან ბერკეტად იქცა. ირანმა, ფაქტობრივად, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, თებერვლის ბოლოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე გადაადგილება შეზღუდა, რამაც ნავთობის გლობალური გადაზიდვების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი შეაფერხა.

ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთაა, მაშინ როცა მისი ადმინისტრაცია კონფლიქტთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს წინ უძღოდა მისი ადმინისტრაციის მიერ, გუშინ შეცვლილი მიდგომა. აშშ-ის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ტრამპმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ირანთან მოლაპარაკებების შეჩერება დაავალა.

 

დღის ამბები