21 აგვისტო 2026,   18:43
ვრცლად
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის ახალი მუქარები აშშ-ს კიდევ ერთ მარცხამდე მიიყვანს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ უარყო დონალდ ტრამპის მუქარა, რომ ისლამურ რესპუბლიკას გამანადგურებელ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა. არაღჩიმ ეს განცხადება ყურადღების გადატანის მცდელობად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ აშშ-ის კიდევ ერთ მარცხს გამოიწვევს.

"ე.წ. ეკონომიკურ D-დღეზე საუბრით, ამერიკა ცდილობს საკუთარი კრიზისიდან ყურადღების გადატანას - უპრეცედენტო ვალისა და მზარდი საპროცენტო ხარჯების ფონზე", - დაწერა არაღჩიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, აშშ-ის ფედერალურმა ვალმა სამშაბათს რეკორდულ 40 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც სავალალო ნიშნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ პროცენტების გადახდაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ეროვნულ თავდაცვაზე და 50%-ით მეტს, ვიდრე ბავშვთა პროგრამებზე.

"წარუმატებელი პოლიტიკის გაგრძელება მხოლოდ კიდევ ერთ მარცხსა და ირანელების მტრულ განწყობას გამოიწვევს. აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების სუვერენიტეტს", - დასძინა არაღჩიმ.

დღის ამბები