21 აგვისტო 2026,   08:27
ვრცლად
"მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებებს, სიმართლე რომ ვთქვა, სერიოზულად ვერც ვიღებ ხოლმე. აფხაზეთზე მის მიერ გამოხატული შეხედულებები უბრალოდ დასაგმობია" - თამთა მიქელაძე

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, თამთა მიქელაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს მკაცრად აკრიტიკებს. მისი შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის შეხედულებები დასაგმობია და აჩვენებს, რომ მას საკუთარი წარსულიდან სათანადო გამოცდილება არ მიუღია.

"მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებებს, სიმართლე რომ ვთქვა, სერიოზულად ვერც ვიღებ ხოლმე. აფხაზეთზე მის მიერ გამოხატული შეხედულებები უბრალოდ დასაგმობია. ეს არის პოლიტიკოსი, რომელმაც ვერავითარი გამოცდილება ვერ გამოიტანა საკუთარი წარსულიდან. ბევრი რამე შეიცვალა და ბელადების და მათი გიჟი იდეების თავზე დასმას არ ვაპირებთ," - აცხადებს თამთა მიქელაძე.

კიდევ ერთი დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის პარტია "ახალის" ლიდერის განცხადებას მოჰყვა. გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, მაგალითი კი ფაშინიანია, რომელმაც ყარაბაღი დათმო. პასუხად, სააკაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს ისტორიის და გეოგრაფიის ცოდნა დაუწუნა და თქვა, რომ საზოგადოების აღშფოთება ობიექტური იყო. 

პოლიტიკური პოპულიზმი და ომის რიტორიკა - ასე პასუხობს ნიკა გვარამია სააკაშვილს, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებული განაცხადების გამო გააკრიტიკა. სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის პოზიცია ხალხის ემოციებზე პოპულისტური თამაშია.

დღის ამბები