ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში თურქეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ქვეყანა უსაფრთხოების ხელყოფის არცერთ მცდელობას არ დაუშვებს.
მისი თქმით, თურქეთის ხელმძღვანელისთვის უმჯობესია, პარლამენტში გაკეთებულ რეალობას მოწყვეტილ განცხადებებს თავი დაანებოს და ისრაელის თავდაცვის ნება არ გამოსცადოს.
"ერდოღანი თურქეთს სირიაში სახიფათო ავანტიურებში ითრევს. ისრაელი არცერთ სუბიექტს არ დართავს ნებას, ხელყოს მისი უსაფრთხოება. ერდოღანისთვის აჯობებს, თურქეთის პარლამენტში ისრაელის წინააღმდეგ მიმართული ცარიელი და რეალობას მოწყვეტილი განცხადებების კეთება განაგრძოს, ვიდრე ისრაელის თავდაცვის ურყევი ნების გამოცდა სცადოს", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე