ნეპალში, სტიქიას 350 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 900-მდე ადამიანი.
ჩინეთის საზღვართან დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა, ჩამოწვა მეწყერი, ჩამოიშალა მყინვარი, რასაც დასახლებულ პუნქტებში ღვარცოფული ნაკადი მოჰყვა.
დაკარგულებს შორის ასობით უცხოელი ტურისტია. მათ შორის არიან ამერიკის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ინდოეთის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები.
სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.