თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, გამოკითხავენ მოწმეებს.
მალანია დუმილის უფლებას იყენებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირველ ივლისს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით, რაც სასჯელის ზომად 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ის გამომძიებლები არიან, როგორც ამ ეტაპზე არის ჩემთვის ცნობილი, ვინც პირველ ეტაპზე, პირველი რამდენიმე თვე აწარმოებდნენ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას და ატარებდნენ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს. რაც შეეხება გ.მ.-ს პოზიციას, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, იგი იყენებს დუმილის უფლებას, რაც შეგვიძლია თავისუფლად განვმარტოთ ისე, რომ, ბუნებრივია, არ აღიარებს წარდგენილ ბრალს", - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.