სამშენებლო კომპანია "დესტ ბილდინგში" დასაქმებულთათვის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები მოქმედებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა - სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მიხელ სარჯველაძემ შრომის ინსპექციის სამსახურთან და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ერთად განიხილა. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობაა.
ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აქცენტი უსაფრთხოების სტანდარტების პრაქტიკაში ეფექტიანად დანერგვის მნიშვნელობაზე გაკეთეს. მათი შეფასებით, სამუშაო გარემოში არსებული რისკების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულაციების დაცვა, ისე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მუდმივი თანამშრომლობა.
შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ინსპექტირების შედეგები და აღსრულების პრაქტიკაც განიხილეს. ასევე იმსჯელეს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისა და უსაფრთხოების გაძლიერების გზებზე.
სამშენებლო სექტორში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და მისი ეფექტიანი აღსრულება სამუშაო ადგილზე რისკების შემცირებასა და დასაქმებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. შრომის ინსპექცია ამ მიზნით მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.