05 სექტემბერი 2026,   00:28
ვრცლად
სპორტის მინისტრმა სერჰი იემელიანოვს პარაკაიაკის მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ნაკრების წევრ სერჰი იემელიანოვს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი მიულოცა. პარაკაიაკით ასპარეზობაში პოლონეთის ქალაქ პოზნანში კანოე სპრინტსა და პარაკანოეში მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალურ გაცურვაში მან 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მსოფლიოს ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 700-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ნადირაშვილი და ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები