23 ოქტომბერი 2026,   05:22
ვრცლად
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ასობით ფრენა გაუქმდა

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა. კუნძულოვანი სახელმწიფოს მთავარ აეროპორტში ასობით ფრენა გაუქმდა.

ავიარეისების უმეტესობა სინგაპურის, დოჰას, სიდნეისა და კუალა-ლუმპურის მიმართულებით შეფერხდა.

კრატერიდან ფერფლის ამოფრქვევა პარასკევს ღამით დაიწყო. ვულკანის გააქტიურებას სეისმური აქტივობაც მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ცუნამის წარმოქმნის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

დღის ამბები