23 ოქტომბერი 2026,   18:20
ვრცლად
ალბანეთში, მეათე დღეა, ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს

ტირანაში პროტესტი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა ქვები და პიროტექნიკა ისროლეს, სამართალდამცველებმა კი წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად, დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი, არეულობის დროს კი ასობით მომიტინგე დააკავეს.

ქუჩის პროტესტის ფონზე, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ალბანეთის პარლამენტშიც. სხდომათა დარბაზში ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ოპოზიციის მოთხოვნაზე, განეხილათ ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციები.

დღის ამბები