14 სექტემბერი 2026,   14:32
ვრცლად
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

კიდევ ერთი განახლებული ქუჩა ახალციხეში - გვარამაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება და მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში ჯამში 10 კილომეტრამდე გზა მოწესრიგდება.

დღის ამბები