საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რაიონის 11 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა იმ პრიორიტეტებისა და საჭიროებების მიხედვით, რომლებიც თავად სკოლის ადმინისტრაციამ განსაზღვრა.
პროექტების ფარგლებში, მოწესრიგდა დერეფნები, საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზები, ეზოებში დაიგო ასფალტის საფარი, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს.
მათ შორის, სოფელ დიღომში, N210-ე საჯარო სკოლაში 2 500 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ბორდიური. 200 გრძივ მეტრზე კი სრულად მოწესრიგდა წყლისა და წყალარინების ქსელი.
სამუშაოები ჩატარდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაშიც, სადაც შეიცვალა წყლისა და წყალარინების შიდა და გარე ქსელი, მოწესრიგდა სკოლის ეზო, დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ბორდიური. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახურავს და დერეფნებში სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.
გარდა ამისა, N161-ე საჯარო სკოლაში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, ასევე, შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულდა და მოწესრიგდა სკოლის ეზო.