15 სექტემბერი 2026,   02:32
ვრცლად
საბოლოო ჯამში ეს არის პროცესი, რომელიც რადიკალური აგენტურული ოპოზიციის განულებას მოიტანს შედეგად და ეს ყველაფერი კარგია ქართული დემოკრატიისთვის - დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციურ სპექტრში არსებულ დაპირისპირებას და ურთიერთბრალდებებს ეხმაურება.

მისი განცხადებით, ოპოზიციის შიდა კინკლაობა, შავი ფულისა და პოლიტიკური კორუფციის შესახებ საუბრები, მათ რეალურ სახეს ააშკარავებს, რაც საბოლოოდ, რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ განულებამდე და ქვეყნის დემოკრატიის გაჯანსაღებამდე მიიყვანს პროცესებს.

"ილუსტრაცია ამაზე მეტი ალბათ არ არსებობს, ამ ურთიერთბრალდებებში, თითის გაშვერაში, ერთი აგენტურული ოპოზიცია მეორეს დებატებს სთავაზობს, მეორე უარს აცხადებს. აქ ძალიან კარგად ჩანს მთლიანად აგენტურული ოპოზიციის რეალური სახე.

აქ ჩვენ ვხედავთ შავ ფულზე საუბარს, ვინ ვის მისცა, როგორ დაიხარჯა, როგორ მოხდა ამ შემთხვევაში პოლიტიკური კორუფცია, ამაზე მეტი რა შეიძლება ამ ყველაფერს დავარქვათ. ბევრი სიმართლე ვლინდება, მჟღავნდება, შეიძლება სადღაც ტყუილიც იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს არის ის პროცესი, რომელიც საბოლოოდ ამ რადიკალური აგენტურული ოპოზიციის განულებას მოიტანს შედეგად და ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი ქართული დემოკრატიისთვის", - აცხადებს დავით მათიკაშვილი

დღის ამბები