14 სექტემბერი 2026,   16:03
ვრცლად
"პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზე

"პოლიტიკური პროცესი ასეთია - ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა", - ასე გამოეხმაურა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი "იფსოსის" კვლევას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

ფავლენიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ერთი კავშირის წევრნი არიან, ყველა ქვეყანას გამოკვეთილი იდენტობა აქვს.

"ევრობიუროკრატიის კრიზისი არაფერ შუაში არ გახლავთ. მოდი, ყველა ქვეყანას პატივი ვცეთ და ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ.

გასაგებია, რომ ერთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირში არიან, მაგრამ ყველა ქვეყანას აქვს გამოკვეთილი იდენტობა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები