ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ კავკასიური კეთილშობილი ირმის საშენ მეურნეობას 6 ახალი ინდივიდი - 3 ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა. შედეგად, ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ მეურნეობაში ირმების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
ახალი ინდივიდების დამატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ირმების ასაკი ერთ წლამდეა და მიმდინარე წელს მათ პირველი მყვირალობა ექნებათ, რაც პოპულაციის გამრავლებისა და განახლების შესაძლებლობებს ზრდის.