21 სექტემბერი 2026,   19:43
ვრცლად
"მათ არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები. ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები, მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით" - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია ანტიაფხაზურ პროპაგანდას განაგრძობს - საკითხზე "კოალიცია ცვლილებების" თანათავმჯდომარემ ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა.

"აფხაზებსა და ქართველებს არ უყვართ ერთმანეთი და ჩვენ ვართ მტრები" - ამბობს გვარამია.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას, მან ყურადღება ევროკავშირის როლსა და მასში გაწევრებაზეც გაამახვილა.

"მათ არ უყვართ ქართველები და, გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები და ეს ბუნებრივია. არ მოვიტყუოთ თავი და ერთმანეთსაც ნუ ატყუებთ, რომ რაღაცა ძმები და ასე შემდეგ. არ ვფიქრობთ ჩვენ ასე და არც არის ეს ასე. ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები. მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არ ხდება, არსად არ მომხდარა. აფხაზები პრაქტიკულად მთელი ერი იბრძოდა, ხომ? ამიტომ, ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს ურთიერთ ზიზღი და ურთიერთ შუღლი, ბუნებრივად განპირობებულია, აი, ამ ყველაფრით განპირობებული. მაგრამ, მე მგონია, რომ ევროკავშირი ძალიან ამბიციურად ჩაერთვება ამაში ყველაფერში და საქართველოს გაწევრებაც გამარტივდება ამ გზით და კონფლიქტის მოგვარებაც გამარტივდება გაწევრებით," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გვარამია სომხურ მოდელზეც საუბრობდა და აცხადებდა, რომ, ყარაბაღის მსგავსად, საქართველომ აფხაზეთი უნდა დათმოს.

დღის ამბები