24 სექტემბერი 2026,   11:20
ვრცლად
ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უპილოტო საფრენი აპარატის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტმა უპილოტო საფრენი აპარატის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა.
დრონი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 20:00 საათზე შენიშნეს.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გერმანიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურმა ორივე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჩაკეტა. შეზღუდვები დაახლოებით ერთ საათში მოიხსნა.

ოფიციალური მონაცემებით, ბერლინის აეროპორტი გერმანიაში პირველ ადგილზეა დაფიქსირებული დრონების რაოდენობით.
2026 წლის პირველ ექვს თვეში ტერიტორიაზე 28 უპილოტო აპარატი აღმოაჩინეს, რის გამოც აეროპორტი შვიდჯერ დაიხურა.

დღის ამბები