26 სექტემბერი 2026,   03:48
ვრცლად
მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ბანაკების კიდევ უფრო განვითარება - დავაყენეთ საკითხი, რომ ამ ბანაკებში ჩართულები იყვნენ საინგილოდან, კახის რეგიონიდან, ეთნიკური უმცირესობები - მარიამ ლაშხი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანშია. გაიმართა შეხვედრა მილი მეჯლისის კომიტეტების თავმჯდომარეებსა და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან. მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე - გამოცდილების გაზიარების, სხვადასხვა პროგრამისა და ინიციატივის განხორციელების კუთხით.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გამართული შეხვედრისას ახალგაზრდული ბანაკებისა და გაცვლითი პროგრამების განვითარებაზე იმსჯელეს.

"პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრთან, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი კავშირები გვაქვს, მათ შორის ახალგაზრდობის ბანაკები, გაცვლითი პროგრამები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ბანაკები კიდევ უფრო განვითარდეს და მეტი თანამშრომლობა იყოს, მათ შორის დავაყენეთ საკითხი, რომ იყვნენ ჩართულები საინგილოდან, კახის რეგიონიდან ამ ბანაკებში, ეთნიკური უმცირესობები," - აცხადებს მარიამ ლაშხი.

 

 

დღის ამბები