25 სექტემბერი 2026,   13:01
ვრცლად
ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად

ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, წერს სოციალურ ქსელში.

სადღობელაშილი საუბრობს იმ ძირითად საკვანძო საკითხებზე, რომლებიც პრემიერის გაეროში სიტყვის გამოსვლისას გამოიკვეთა და აცხადებს, რომ დღევანდელობაში ცოტა ქვეყანა თუ მოიძებნება საქართველოს მსგავსი, რომელიც "ასეთი წარმატებული და პროგრესირებადია" მსოფლიო გამოწვევების მიუხედავად.

"ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს:

- პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-იან ოკუპაციასა და დევნილთა პრობლემატიკაზე. ამასთან, გაჟღერდა პირდაპირი მიმართვა აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისადმი, საერთო ისტორიაზე, ნდობის აღდგენასა და იმ სიკეთეების გაზიარებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს.

- შეფასდა საქართველოს სტრატეგიული როლი ევროპასა და აზიას შორის. საუბარი შეეხო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს , კერძოდ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რკინიგზის მოდერნიზაციას, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს. აღინიშნა, რომ 2032 წლამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება.

- ხაზგასმით აღინიშნა ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის მაჩვენებლის 7.1%-მდე შემცირება. გრძელვადიანი მიზანია საქართველოს ტრანსფორმაცია მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად.

- გამოსვლის ფინალური აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენულ თანასწორობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე!!!

თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად. ეს დასაფასებელია!“ - წერს სადღობელაშვილი.

დღის ამბები