დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს.
"დინამო არენაზე" მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მომდევნო მატჩს, 28 სექტემბერს ჩვენი ნაკრები უკრაინასთან გამართავს.
2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.