პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა UNICEF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით. საუბარი შეეხო UNICEF-სა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში თანამშრომლობის შედეგებს.
მხარეებმა UNICEF-ის ჩართულობით ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწისა და კონკრეტული ინიციატივების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე ერთობლივ მუშაობაზე.