ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას განცხადებით, ევროკავშირმა გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს მეტი რეფორმების გატარება უნდა მოსთხოვოს, თუმცა ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ არარეალური მოლოდინები იქმნება.
"ის, რასაც უკრაინას ჰპირდებიან, ტყუილია" - განაცხადა რამამ და აღნიშნა, რომ არსებული კრიტერიუმებისა და ევროკავშირის სტანდარტული პროცედურების პირობებში, კიევი ბლოკში გაწევრიანებას ვერასდროს შეძლებს.
ალბანეთის მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით, უფრო რეალისტური მიდგომა იქნებოდა უკრაინის "ახლავე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა და მისთვის სრული წევრობის ეტაპობრივად, შედეგებზე დაფუძნებული პროცესით მინიჭება.