02 ოქტომბერი 2026,   23:41
ვრცლად
კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, კვლევითი ცენტრების და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, კვლევითი ცენტრების და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა.

მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განხილული იყო როგორც ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული მიმართულებების, ასევე, ფონდსაცავების და საარქივო მასალების, ასევე, სამუზეუმო ფონდების სისტემური ციფრული ინვენტარიზაციის საკითხები.

მაია ბითაძემ ყურადღება სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ეფექტიანი მართვის და განვითრების სტრატეგიის აუცილებლობაზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, დარგის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და იდენტიფიცირებული საჭიროებების საფუძველზე, სამინისტრო შესაბამის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, სმირნოვების მუზეუმის, დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები.

შეხვედრას ესწრებოდა კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია. image0.jpeg

დღის ამბები