06 ოქტომბერი 2026,   03:42
ვრცლად
ირაკლი კირცხალია: IRI-ის მონაცემებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, "ქართულ ოცნებას" მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგები შეაფასა.

მისი განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციამ, რომელიც კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ გაიმართა, აჩვენა, რომ ის რიცხვებიც კი გადაჭარბებულია, რაც კვლევაში იყო ნაჩვენები.

"ის დღე მიუთითებდა, რომ IRI-ს საკმაოდ გაზვიადებული რიცხვები აქვს მინიჭებული კოლექტიური "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით დედაპარტიისთვის, იქ 100 კაციც ვერ შეიკრიბა, მგონი. სასაცილოა ეს ყველაფერი.

რაც შეეხება IRI-ის კვლევას, იმ მონაცემებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, "ქართულ ოცნებას" მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს რეალურად", - განაცხადა კირცხალიამ.

დღის ამბები