05 ოქტომბერი 2026,   03:24
ვრცლად
ვანში, სოფელ ფერეთში არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია - უმრავლესობამ, 387-მა ამომრჩეველმა, მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში, შუალედურ არჩევნებში საკუთარი არჩევანი 447-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. უბანი 20:00 საათზე დაიხურა.

ელექტრონული დათვლით, წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. 387-მა ამომრჩეველმა მხარი "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭირა, 57-მა არჩევანი "ძლიერი საქართველო-ლელოს" სასარგებლოდ გააკეთა, 3 ბიულეტენი გაბათილდა.

სოფელ ფერეთში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.

უბანზე რეგისტრირებულია 679 ამომრჩეველი.

დღის ამბები