04 ოქტომბერი 2026,   17:29
ვრცლად
გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი, ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ. კარგად გვახსოვს 2025 წელს ოთხში მათი დაწყებული და შემდეგ "ქართული ოცნების" დასრულებული საზოგადოებასთან ერთად - ირაკლი კირცხალია

გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ და კარგად გვახსოვს ყველას, 2025 წელს ოთხში მათი დაწყებული და შემდეგ "ქართული ოცნების დასრულებული საზოგადოებასთან ერთად, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ხელისუფლების დამხობის მცდელობის დღეს ერთი წლის თავზე.

"4 ოქტომბერია, ყველას კარგად გვახსოვს და ჩვენს საზოგადოებასაც ძალიან კარგად ახსოვს. სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ და კარგად გვახსოვს ყველას, 2025 წელს ოთხში მათი დაწყებული და შემდეგ "ქართული ოცნების" დასრულებული საზოგადოებასთან ერთად", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების დამხობის მიზნით ოპოზიცია აქტივისტებთან ერთად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა, ძალადობრივი მოვლენები კი ათონელის რეზიდენციასთან განვითარდა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს. კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა, სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა - სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირი მიეცა.

დააკავეს ორგანიზატორებიც. მათ ვინც ბრალი აღიარა, დანაშაული მოინანია, პროკურატურასთან ითანამშრომლა და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა საპატიმრო უკვე დატოვეს.

დღის ამბები