გარედან მართული სცენარი და 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების ჩავარდნილი გეგმა - ძალადობრივი მოვლენებიდან 1 წლის თავზე სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობაში ჩართული თითოეული ადამიანისთვის 4 ოქტომბერი გახდა მთავარი გაკვეთილი, რომ საქართველოს ბედს ქართველი ხალხი წყვეტს, არჩევნებით და არა შტურმით.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, 4 ოქტომბერს დადასტურდა, რომ რევოლუციური დამხობები, რადიკალური პროცესები იდეურად გადაწყდა საქართველოში, როდესაც "ნაცმოძრაობის" ბევრმა წევრმა თუ ლიდერმა აღიარა, რომ მათ ჩაუვარდათ ეს რევოლუციური სცენარი.
"4 ოქტომბერს, ერთი წლის წინ, დადასტურდა მორიგ ჯერზე, რომ რევოლუციური დამხობები, რადიკალური პროცესები იდეურად გადაწყდა საქართველოში, როდესაც უკვე აღიარა, მათ შორის, პრაქტიკულად აქაურმა "ნაცმოძრაობის" ბევრმა წევრმა თუ ლიდერმა, რომ მათ ჩაუვარდათ ეს რევოლუციური სცენარი. აი ეს დაადასტურა ერთი წლის წინ 4-მა ოქტომბერმა. სად არის ახლა 4 ოქტომბრის წლისთავზე ან, როგორც აანონსებდნენ, ბევრი აქცია და ასე შემდგომ. ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.