დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში "ადიგენობა 2026" მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული ღვაწლისა და ადიგენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გამოავლინეს ადიგენის საპატიო მოქალაქეები.
დღის განმავლობაში გაიმართა ადგილობრივი ოსტატებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი აქტივობები, შეჯიბრებები მკლავჭიდსა და ძიუდოში და მოეწყო მესხური სამზარეულოს სადეგუსტაციო სივრცე. სადღესასწაულო პროგრამა ჯგუფი "ურსას" კონცერტით დასრულდა.