04 ოქტომბერი 2026,   23:26
ვრცლად
მსოფლიო ტურნირზე საქართველოს ბატუტზე ხტომის ნაკრებმა ასპარეზობა 6 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

იტალიის ქალაქ რიმინიში გამართულ მსოფლიო ტურნირზე საქართველოს ბატუტზე ხტომის ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

მედლები შემდეგნაირად გადანაწილდა: 11-12 წლის გოგონებში სინქრონულ ხტომაში მარიამ ბერიამ და ანანო ქარსაულიძემ ჩემპიონობა მოიპოვეს.

13-14 წლის ასაკობრივ კატეგორიაში სინქრონულ ხტომაში ოქროს მედლები მარიამ გაბრიაძისა და ელენე კირთაძის დუეტმა მოიპოვა.

15-16 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ნინო ქორიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 17-21 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი მარიამ რაგიმოვასა და მაკუნა ბოჭორიძის დუეტმა ოქროს მედალი დაისაკუთრა.

დღის ამბები