06 ოქტომბერი 2026,   11:22
ვრცლად
მეტალურგიული სექტორის გაჩერების გამო, უკრაინას მშპ-ის 7%-ის დაკარგვის საფრთხე ემუქრება - მედია

რუსული დარტყმების შედეგად, უკრაინის მეტალურგიული წარმოების დაახლოებით 90% გაჩერდა. როგორც Financial Times-ი წერს, კიევს 5-7 მილიარდი დოლარის ოდენობის სავალუტო დანაკარგი ემუქრება და ბიუჯეტის შემოსავლების კლება 30-40 მილიარდი გრივნით.

მედიის ცნობით, რკინის მადნის ექსპორტის შემცირებამ შესაძლოა წელიწადში დამატებით 1 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვიოს.

Financial Times-ის ინფორმაციით, კრიზისი სცდება მეტალურგიის ფარგლებს: ამ სექტორში შექმნილი ერთი სამუშაო ადგილი უზრუნველყოფს 7,5 - 8 სამუშაო ადგილს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და წარმოების სფეროებში.

"სამრეწველო ქალაქები აწყდებიან საგადასახადო შემოსავლების კლებას, საწარმოების გაჩერებასა და უმუშევრობის ზრდას", - ვკითხულობთ სტატიაში.

დღის ამბები