პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, "ღამის კურიერის" ეთერში, 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორების აღიარებას და მონანიებას ეხმაურება.
ზარქუამ 4 ოქტომბრის მოვლენებს რევოლუციური სცენარის მორიგი ჩავარდნილი მცდელობა უწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისა და არშემდგარი რევოლუციის შემდეგ 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, თუმცა მათგან ნახევარზე მეტი უკვე გათავისუფლებულია, ვინაიდან მათ დანაშაული აღიარეს და შეცდომა მოინანიეს.
მისი თქმით, ხელისუფლებას ესმის, რომ ძალადობრივი აქციის რიგითი მონაწილეები და ახალგაზრდები ორგანიზატორებისა და პოლიტიკური ლიდერების მსხვერპლნი გახდნენ.
გარდა ამისა, როგორც ზარქუამ აღნიშნა, რომ დაკავებულებზე, რომლებიც მოინანიებენ, ბულინგი მიმდინარეობს.
"4 ოქტომბრის თემა რა იყო? - ეს იყო ჩავარდნილი მორიგი მცდელობა რევოლუციური სცენარების. დაემწკრივნენ ეს უსამშობლოები, მათი ლიდერები, თავიანთი პატრონები იქიდან მხარდაჭერას უცხადებდნენ და რა მოაწყვეს? - მცდელობა ჰქონდათ, არ გამოუვიდათ. ამ არშემდგარი რევოლუციის შემდეგ 60-ზე მეტი ადამიანი დავიჭირეთ. როგორც არის, ვისზეც იყო კონკრეტული, ასე ვთქვათ, ვინც მონაწილეობდნენ უშუალოდ იმ შტურმში პრეზიდენტის სასახლის. ამის შემდეგ ნახევარზე მეტი არის განთავისუფლებული, ვინც აღიარა, შეინანა, მოინანია და თქვა, რომ შეგვეშალა, შეცდომაში ვიყავით შესული და აღიარა დანაშაული, სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი.
ჩვენ ვთქვით, ჩვენ გვესმის, რომ ესენი არიან მძევლები, მსხვერპლები იმ მათი პატრონების, იმ უსამშობლო ლიდერების. იმათი მძევლები და მსხვერპლები არიან ეს რიგითი ახალგაზრდები და ვინც მონაწილეობდნენ ამ არშემდგარ რევოლუციაში. ამიტომ ჩვენ გაგებით ვეკიდებით და ვუთხარით, რომ აღიარებ დანაშაულს, სახელმწიფოც გადმოდგამს შენკენ ნაბიჯს. ამის დემონსტრირება იყო, რომ ნახევარზე მეტი გავათავისუფლეთ. ახლა, აგერ ნახეთ, ხომ რა ტენდენცია არის? - შვილები აუმხედრდნენ მამებს და ეუბნებიან, რომ არა, შენ ციხეში უნდა იყო. ეს რომ იყო ექიმი, ჩახუნაშვილი. კაცი 70 წლის ზემოთ არის და შვილი ეუბნებოდა, არა, იქ უნდა იჯდეო. დაწერა განცხადება, აღიარა, შეინანა, მოინანია და ჩვენც, ბუნებრივია, გავითვალისწინეთ და სახლში არის ახლა, ოჯახთან ერთად. ანალოგიურად ახლაც, ხომ, ეს ზოდელავა.
ანუ ბულინგი მიდის, რატომ ხდება, იცით? - ეს გარეთ ვინც დარჩნენ, ეს უსამშობლოები, კიდევ ცდილობენ, რომ ხომ ჰყავთ ეს პატრონები, რომ იმათ უთხრან, რომ აი, პოლიტპატიმრები გვყავს ჩვენ საქართველოში, ციხეებში, აგერ ჩვენ როგორ გვაწიოკებენ, როგორ გვიჭერენ. სინამდვილეში, კონკრეტული ფაქტები არის. შეანგრიეს, მცდელობა ჰქონდათ რევოლუციური სცენარის და ამ ფაქტზე არის ყველა დაკავებული და მათ შორის, ვინც აღიარა, გარეთ გავუშვით. ეს არის სწორი, ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეს ვილაპარაკებთ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.