08 ოქტომბერი 2026,   16:06
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ყველა მნიშვნელოვანი განხილვის მონაწილე იყო და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, გაეროში გამართული ვიზიტის შეფასებისას.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო ყველა მნიშვნელოვან განხილვასა და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.

"პრემიერ-მინისტრმა, გარდა გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული მიმართვისა, მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. ისინი ორგანიზებული იყო ევროკავშირის და სხვადასხვა აქტორის მხრიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე: მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე. მეც მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა არაერთ ღონისძიებაში მიმეღო, მათ შორის იყო ყირიმის პლატფორმა. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად საქართველო მიწვეული იყო ამ პლატფორმაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები