09 ოქტომბერი 2026,   04:06
ვრცლად
ბელგიაში სტუდენტური საპროტესტო აქციები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა

ბელგიის ქალაქებში, ლიეჟში და ბრიუსელში, სტუდენტური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები განათლების სფეროში დაფინანსების შემცირებასა და სწავლის საფასურის ზრდას აპროტესტებენ.

აქციებზე პოლიციასა და სტუდენტებს შორის შეტაკებები მოხდა. დემონსტრანტებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ბოლო დღეებში დაკავებულია 100-ზე მეტი პირი. უსაფრთხოების მიზნით, ლიეჟის ცენტრში სავაჭრო ობიექტები დაიხურა და ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

დღის ამბები