საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამსახურის ცნობით, შაბათს, ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის საუდის არაბეთის ოთხი მოქალაქე იყო, ასევე ორი ბანგლადეშელი, ერთი ამერიკელი, ერთი ეგვიპტელი, ერთი იორდანიელი, ერთი სირიელი, ერთი პალესტინელი და ერთი სუდანელი.
"თავდასხმის შედეგად, კიდევ 309 ადამიანი დაშავდა, მათ შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფებიც არიან. დაშავებულები რამდენიმე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები", - ნათქვამია განცხადებაში.
საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიციის წარმომადგენელმა, ტურკი ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ თავდასხმა იემენელმა "ჰუსიტმა" ამბოხებულებმა განახორციელეს და მისი სამიზნე სამგზავრო ტერმინალი იყო. მან პირობა დადო, რომ კოალიციური ძალები "გადამწყვეტ რეაგირებას" მოახდენენ.