11 ოქტომბერი 2026,   10:54
ვრცლად
პაატა სალია: მნიშვნელოვანი განსხვავება, რასაც 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებისას ვხედავთ, ის არის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. თუ არის ერთეული შემთხვევა, ამაზე რეაგირება არის მყისიერი

"როგორც კი მსჯავრდებულმა დავითაძემ სახალხო დამცველთან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილი იყო დანაშაული, ეს უკვე ჩვენს კომპეტენციას სცილდებოდა. ჩვენ ადმინისტრაციულ წარმოებას ამასთან დაკავშირებით ვერ ჩავატარებდით და გამოძიება დაიწყო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რათა დაედგინა ფაქტები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს არის ფაქტი და ამით ეს თემა დაიხურა“, - ამის შესახებ პაატა სალიან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა იმ ვითარებაზეც, რაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებში 2012 წლამდე არსებობდა.

"მე ვახსენე, საიდან დავიწყეთ და რისი გაკეთება მოვახერხეთ 14 წლის განმავლობაში. თქვენ ახლა ცდილობთ, შეადაროთ დღევანდელი მოცემულობა პენიტენციურ დაწესებულებაში იმ პერიოდს, რაც მეგის ქარდავას დროს იყო. როგორც კი მსჯავრდებულმა დავითაძემ სახალხო დამცველთან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილი იყო დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს უკვე ჩვენს კომპეტენციას სცილდება. ჩვენ ადმინისტრაციულ წარმოებას ამასთან დაკავშირებით ვერ ჩავატარებდით და გამოძიება დაიწყო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რათა დაედგინა ფაქტები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს არის ფაქტი და ამით ეს თემა დაიხურა. ჩვენ არასდროს უარვყოფთ, რომ სისტემაში, შესაძლოა, რაიმე პრობლემა არსებობდეს. მნიშვნელოვანი განსხვავება, რასაც 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან შედარებისას ვხედავთ, ის არის, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. თუ არის ერთეული შემთხვევა, ამაზე რეაგირება არის მყისიერი“, — განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები