11 ოქტომბერი 2026,   18:33
ვრცლად
პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ უბანში მომხდარ სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა

პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში, საცხოვრებელ უბანში მომხდარ სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ბავშვი და 1 ორსული ქალია. მედია წერს, რომ ხელისუფლება მომხდარის შესახებ ბევრ დეტალს არ ასაჯაროებს.

ცნობილია, რომ პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, პენსილვანიის შტატის გუბერნატორმა მომხდარს "ტრაგიკული მასობრივი სროლა" უწოდა.

დღის ამბები